Tuesday, July 12, 2016

პროექტი ,,წიგნი თუ კომპიუტერი" 

პროექტებით სწავლება დამეხმარება სასწავლო პროცესის უფრო ეფექტურად წარმართვაში და მოსწავლეთა საჭიროებების გამოვლენაში. მოსწავლეები ისწავლიან ცხოვრებისეულ რეალობასთან პრობლემების გამოკვეთას და ხელი შეეწყობა ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა გაანალიზების, შეფასების, სინთეზის, 21- საუკუნის უნარების. პროექტი გაზრდის მათ მოტივაციას, ჩართულობას, მოსწავლეები ისწავლიან დაკვირვებას, დასკვნების გამოტანას




Tuesday, July 5, 2016

დღე 6
 
          დღის დატვირთვა
 
  • მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასება
  • მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის დაგეგმვა
  • მოსწავლის ნამუშევრების შექმნა
  • შაბლონების განხილვა
განვიხილეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები, მოსწავლის ნაშრომი უნდა დამეხმაროს სწორი მიმართულება მივცე პროექტის მსვლელობას. ეფექტური იქნება გავაკეთებინო ისეთი ნაშრომები, სადაც შესაძლებელი იქნება მოსწავლის ისეთი უნარების განვითარება, როგორიცაა სინთეზი, შეფასება ანალიზი.
დავგეგმეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომი და განვიხილეთ შაბლონები.
დღემ წარმატებით ჩაიარა.

Saturday, July 2, 2016

დღე 5
 
დღის დატვირთვა
  • უკუკავშირები
  • საავტორო უფლებები
  • გამოყენებული ლიტერატურა
  • საკომუნიკაციო საშუალებები
გავეცანი უკუკავშირის სახეებს. და ეს პრაქტიკულად განვახორციელეთ აუდიტორიაში,როცა მე და ჩემი კოლეგები დავწყვილდით და ერთმანეთის პროექტებს გავეცანით.  მივეცით რჩევები,თუ რა იქნებოდა უკეთესი აჩვენი პროექტების უკეთ წარმოსაჩენად.
აქცენტი გავაკეთეთ
გავეცანი საავტორო უფლების მოპოვებისა და დაცვის მნიშნელობას, რაც დამეხმარება ვიყო მეტად ფრთხილი და მობილიზებული პროექტზე მუშაობის პროცესში და დაცული ვიყო ჩემი იდეების სხვათა მხრიდან მითვისებისგან , ან პირიქით მე არ აღმოვჩნდე დამრღვევი აღნიშნული უფლებისა.
გავეცანი რა მნიშვნელობა აქვს გამოყენებული ლიტერატურის მითითებას პროექტის განხორციელებისას, სწორედ ეს განაპირობებს საავტორო უფლებების დაცვასაც.
ვისაუბრეთ იმაზეც,რომ პროექტის განხორციელებისას შეგვიძლია ვისარგებლოთ სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებით, როგორიცაა  Skype; Facebook; Weber; Mail  და ა.შ.
დღე საკმაოდ პროდუქტიული იყო.