რიგით მეოთხე ტრენინგი წარიმართა საკმაოდ საინტერესოდ. განვიხილეთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების მნიშვნელობა და საჭიროება. შევიმუშავე დროში გაწერილი შეფასების გეგმა რომელიც შედგება სამი განზომილებისაგან:შესავალი, მსვლელობა და შედეგი.
შეფასების ინსტრუმენტები დამეხმარება პროექტის დასაწყისში მოსწავლეთა უნარების დადგენაში,რა იციან, რას შეძლებენ.
პროექტის მსვლელობისას მათი ცოდნის თვითრეგულირებაში,ხოლო ბოლოს პროექტის დემონსტრირებაში და ეფექტურად წარდგენაში.
შევადგინე დროში გაწერილი შეფასების გეგმა და შევიტანე ჩემი პრეზენტაციისთვის განკუთვნილ სლაიდში.
No comments:
Post a Comment